ახალი ამბები

ქარელის მერიამ 20 600 ლარი დახარჯა, თუმცა მოხისს წყალი ისევ არ აქვს – ენმ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში ქარელის მერიამ 14 ოჯახისთვის წყლის რეზერვუარი მოაწყო, თუმცა მათ წყალი კვლავ არ მიეწოდებათ.

როგორც ქარელის საკრებულოს დეპუტატი თამარ დიასამიძე გვიყვება, ამის მიზეზი რეზერვუარის არასწორ ადგილას მოწყობაა. 

“მერიამ 20 600 ლარი დახარჯა, წყლის რეზერვუარი დააყენა. 14 ოჯახი უნდა მომარაგებულიყო წყლით, თუმცა რეზერვუარი არასწორ ადგილზე დააყენეს, რის გამოც წყალი ვერ მოდის და შესაბამისად, მოსახლეობაც  ვერ მარაგდება”, – ამბობს თამარ დიასამიძე. 

მისივე თქმით, ვითარების გამოსწორების მიზნით, მერია დამატებითი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.   

“მერიაში მითხრეს ავზი უნდა დავამატოთ და სათითაოდ ყველა ოჯახს ძრავები უნდა დავუყენოთო. მოსახლეობა დათანხმდა, თუმცა მას შემდეგ ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა და ხალხი ისევ უწყლოდაა. ამდენი თანხა ტყუილად დაიხარჯა, მათი არაპროფესიონალიზმის გამო”, – აღნიშნავს დიასამიძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი