ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში გზები და შიდა ეზოები მოწესრიგდება – მერის მოადგილე

ქარელის მუნიციპალიტეტის 17 დასახლებაში გზები და შიდა ეზოები მოწესრიგდება.

როგორც ქარელის მერის მოადგილემ ნათია მაწონაძემ საკრებულოს სხდომაზე განმარტა, სამუშაოების განხორციელების ვადები ფინანსებზეა დამოუკიდებული. 

“პროექტების განხორციელება 2023-2024-2025 წელს ეტაპობრივად მოხდება, თუმცა შეიძლება თანხა გამოგვითავისუფლდეს და ერთ წელშიც მორჩეს, სულ 17 პროექტზეა საუბარი”, – თქვა ნათია მაწონაძემ.

მისი ცნობით, უკვე დამტკიცებული პროექტების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიცავს: 

  • ქარელში ახალგაზრდობის ქუჩის პირველი  და მეორე შესახვევის რეაბილიტაციას;
  • ქარელში თამარ მეფის ქუჩაზე პირველი ჩიხის რეაბილიტაციას;
  • ქარელში კეცხოველის ქუჩის შესახვევის რეაბილიტაციას;
  • ქარელში ლტოლვილების დასახლების ეზოს რეაბილიტაციაა;
  • ქარელში მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაა;
  • ქარელში მასწავლებელთა სახლის ეზოს, ვაჟა ფშაველას ქუჩა #117-ის რეაბილიტაციაა;
  • ქარელში ნინოშვილის ქუჩა #2 ეზოს რეაბილიტაციას;
  • ქარელში ნონეიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას;
  • ქარელში რუსთაველის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
  • ქარელში სააკაძის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
  • ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე, ლტოლვილების დასახლების შესასვლელის გზის, პირველი და მეორე კორპუსის ეზოს რეაბილიტაციას;
  • ქარელში ცაბაძის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
  • ქარელში ბარათაშვილის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციას;
  • სოფელ თამარაშენში გზის რეაბილიტაციას;
  • სოფელ კლდუს გზის რეაბილიტაციას;
  • სოფელ რუისის გზის რეაბილიტაციას;
  • სოფელ საციხურის გზის რეაბილიტაციას.
დატოვეთ კომენტარი