ახალი ამბები

“ყინწვისი” ხანდაზმულებისთვის კონცერტს გამართავს

ქორეორგაფიული ანსაბლი “ყინწვისი” ხანდაზმულებისთვის კონცერტს გამართავს.

“გადავწყვიტეთ ჩვენი შემოქმედებით გავახაროთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამიტომ გვაქვს იდეა “ვაჩუქოთ ბედნიერი დღეები ხანდაზმულებს” და ამ იდეის ფარგლებში, ჩვენს პირველ კონცერტს უმასპინძლებს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი”, – წერს “ყინწვისი”

ღონისძიება 26 ივლისსაა დაგეგმილი და 17:00 საათზე დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი