ახალი ამბები

მთავრობა კონცერტს ხაშურელებსაც მოუწყობს 

საქართველოს მთავრობა კონცერტს ხაშურელებს მოუწყობს. მუსიკალური საღამო 29 ივლისს არის დაგეგმილი. 

კონცერტის დაწყებამდე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხაშურში გამოფენა-გაყიდვა და კარნავალი მოეწყობა. 

  • 19:00-22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 19:00-22:00 – საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები
  • 19:00- 22:00 – ფერადი და მხიარული კარნავალი

გალა-კონცერტი კი 20:30-ზე დაიწყება და 22:00 საათამდე, ხაშურელებისთვის იმღერებენ:

  • ჯგუფი „ბანდეროლი“
  • ანი კეკუა
  • თიკა მახალდიანი
  • თამუნა ამონაშვილი
  • სალომე ბაკურაძე
  • ნოდიკო ტატიშვილი
დატოვეთ კომენტარი