ახალი ამბები

ხაშურის ანსაბლი “ფრესკა” საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

ქორეოგრაფიული ანსაბლი “ფრესკა” იტალიაში მონტეკატინის საერთაშორისო ფესტივლზე მიიღებს მონაწილეობას.

როგორც “ფრესკას” ხელმძღვანელი ამბობს, საქართველოდან ისინი ერთადერთი წარმომადგენლები იქნებიან

“მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მონაწილეთა შორის, საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი ხაშურის “ფრესკა,,გახლავთ. რომი, ვატიკანი, პიზა, ფლორენცია, ვენეცია. საოცარი დღეები ელის ჩვენ ბავშვებს. როგორი წარმატებული “ფრესკა” ჰყავს საქართველოს, სულ მალე იხილავთ”, – წერს ელენე რატიანი.

დატოვეთ კომენტარი