ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო საკვებ პროდუქტს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი საბავშვო ბაღებისთვის საკვები პროდუქტის შესაძენად, რისთვისაც 169 245 ლარი გაითვალისწინა.

სააგენტო აპირებს შეიძინოს 20-მდე დასახელების პროდუქტი: 

ბრინჯი, ბანანი, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, კარტოფილი, კომბოსტო, ლობიო, მანანის ბურღული, მწვანილი, ნიორი, სალათის ფურცელი, სტაფილო, შვრიის ფანტელი, წიწიბურა, ჭარხალი, ხახვი, დაღ ხორბალი და ხორბლის ფქვილი.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიამ პროდუქტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი