ადამიანები ისტორიები

“როცა დედა ხარ, შვილები გიბიძგებენ, რომ იყო ძლიერი და წარმატებული” – ნათია მიქაუტიძე

დიდი ოჯახი ბევრ პასუხისმგებლობას ნიშნავს და მე არ მაქვს უფლება მოდუნების, რადგან მინდა შვილებს შესაფერისი ცხოვრება და მომავალი ჰქონდეთ, – გვითხრა ნათია მიქაუტაძემ, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ცხოვრობს.

ნათიას წელს 29 წელი შეუსრულდა და როგორც თავად ამბობს, საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა უკვე არაერთ სფეროში მოასწრო.

“პროფესიით ფარმაცევტი ვარ და წლების განმავლობაში, ერთ-ერთ აფთიაქშიც ვმუშაობდი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ ტყპები შემეძინა და მათი მოვლის პარალელურად, მუშაობა უკვე შეუძლებელი. დარწმუნებული ვარ, მსგავსი გამოწვევის წინაშე ბევრი ქალი დგება, მაგრამ მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი საქმის ქონა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ვეცადოთ, რამე ჩვენთვის ხელსაყრელი საქმეს მივაგნოთ”.

ისეთი საქმის ძიებაში, რომლის კეთებას ოჯახზე ზრუნვის პარალელურადაც შეძლებდა, ნათიამ ბავშვობაში ნასწავლი ხელ-საქმე გაიხსენა და ჩანთების ქსოვა დაიწყო.

“ძალიან კარგი ხელოვნების მასწავლებელი მყავდა, ძერწვა და ქარგვა მან შემასწავლა. ჩემი ბებიები ქსოვდნენ არაჩვეულებრივად და მათგან ეს ხელსაქმე შევითვისე, რომელიც წლების შემდეგ გამომადგა. ვქსოვ ძალიან ლამაზ და ტრებდულ ჩანთებს. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ჩემს შრომას და ცოდნას მადლიერი მომხმარებელი მიფასებს”.

ქსოვა და ქარგვა ნათიასთვის შემოსავლის წყაროდ მალევე იქცა, თუმცა როგორც თავად ამბობს, სანამ შინაგანი ენერგია საშუალებას აძლევს, დახელოვნებას სხვა სფეროებშიც ცდილობს.

“მეორე ელია, რაც დავიწყე შილაკის გაკეთება. თავიდან ჰობი იყო შემდეგ უფრო და უფრო მომეწონა ეს საქმიანობა და პროფესიად შევითავსე. ვაკეთებ სახლში. ძალიან მომწონს ეს საქმე, მინდა უფრო მეტი ვისწავლო და ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი”.

საუბარში ნათიამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ძალას და ენერგიას შვილებისგან იღებს. ამბობს, რომ ყველა ახალი წარმოწყების სტიმულს სწორედ საკუთარ შვილებზე ზრუნვის სურვილი უჩენს.

“როცა ხვდები, რომ შენი საქმით შეგიძლია შენ შვილებს უკეთესი ცხოვრება მოუწყო, ენერგიაც თავისთავად გეძლევა. მათ გამო, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტს შევძლებ და ალბათ იმდენსაც, თავად რომ ვერ წარმომიდგენია”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.