ახალი ამბები

გორში, ავტობუსების მარშრუტების რუკაზე დატანას და მოსაცდელებზე განთავსებას გეგმავენ 

მოხდეს თითოეული ავტობუსის მარშრუტის დატანა ვიზუალურად ქალაქის რუკაზე, – ამ რეკომენდაციით გორის მერიას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მიმართა. 

საბჭოს რეკომენდაციით, მუნიციპალური ტრასნპორტის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული რუკები უნდა განთავსდეს გაჩერებებზე ან ავტობუსებში. 

“მუნიციპალური ტრასნპორტის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, მოხდეს თითოეული ავტობუსის მარშრუტის დატანა ვიზუალურად ქალაქის რუკაზე, გრაფიკულად პოსტერზე და გამოეკრას ან გაჩერებებზე, ან თავად ავტობუსებში, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, იცნობდნენ ნომრების მიხედვით, რა გზას გადის თითოეული ავტობუსი”. 

საბჭოს რეკომენდაციის პასუხად, გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა თქვა, რომ აღნიშნულ საკიტხზე მუშაობა დაწყებულია. 

“აღნიშნულ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა და პროცესშია საკითხი. შესაბამისად აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება”, – განაცხადა არჩილ გიუნაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.