ახალი ამბები

კასპში, მდინარე მტკვრიდან 862 002 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღებას აპირებენ 

კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრიდან შპს “მეგა ჰოლდინგი” 862 002 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღებას გეგმავს. 

სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების უფლების მისაღებად, კომპანიის დირექტორმა შესაბამისი დოკუმენტაცია  გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა.

მდინარიდან ამ რაოდენობით ბუნებრივი რესურსის ამოღებამდე საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ) მომზადება, რაც ადგილობრივების მოსაზრებების მოსმენას და გათვალისწინებასაც გულისხმობს.

ამ მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო საჯარო შეხვედრებს აგვისტოში გეგმავს:

  • 2023 წლის 25 აგვისტო, 12:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის მერია
  • 2023 წლის 25 აგვისტო, 15:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომის ადმინისტრაციული ერთეული

“საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს”, – წერია სააგენტოს განცხადებაში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, გზშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შენიშვნების და მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარდგენა შესაძლებელი 11 სექტემბრის ჩათვლით იქნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.