ახალი ამბები

“არ დაგავიწყდეთ, არჩევნებზე გვერდში როგორ გედექით” – მოქალაქე ხაშურის მერიას მიმართავს

ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩის N41-ში მცხოვრებლები, მერიას კორპუსის რეაბილიტაციას სთხოვენ. 

“არ დაგავიწყდეთ არჩევნებზე, როგორ გედგნენ გვერდში N41 კორპუსის მაცხოვრებლები”, – ასე მიმართავს ხაშურის მერიას მოქალაქე თამუნა ნოზაძე.

მოქალაქემ საკუთარი მოთხოვნა საჯაროდ მას შემდეგ გააჟღერა, რაც ცნობილი გახდა, რომ  ხაშურის მერია თევდორე მღვდილის N43-ში მდებარე კორპუსის რეაბილიტაციას გეგმავდა.

ამავე თემაზე: ხაშურის მერიამ თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კორპუსის ფასადის შეკეთება გადაწყვიტა

ადგილობრივებმა “მოზაიკას” კორპუსის ფოტოებიც გაუზიარეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი