ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სკოლას დირექტორობის კანდიდატი არ ჰყავს

ქარელის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლას დირექტორობის კანდიდატი არ ჰყავს.

როგორც “მოზაიკას” ქარელის რესურსცენტრში უთხრეს, ამ სკოლების მართვას კვლავ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები გააგრძელებენ. 

გთავაზობთ საჯარო სკოლების ჩამონათვალს, სადაც დირექტორობის სურვილი არც ერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა:

  • აბანოს საჯარო სკოლა;
  • ატოცის საჯარო სკოლა;
  • ბრეთის საჯარო სკოლა;
  • ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლა;
  • გვერძინეთის საჯარო სკოლა;
  • ზღუდერის საჯარო სკოლა;
  • თამარაშენის საჯარო სკოლა;
  • კნოლევის საჯარო სკოლა;
  • საციხურის საჯარო სკოლა;
  • ტახტიძირის საჯარო სკოლა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი