ახალი ამბები

აგვისტოში წყლის პროექტი ხაშურის ყველა ქუჩას მოიცავს – ხაშურის მერი

ხაშურში წყლის სისტემის რეაბილიტაცია პუშკინის ქუჩიდან დაიწყო.

ქალაქის მერის ინფორმაციი, პროექტის განხორციელებაში ეტაპობრივად სხვა კომპანიებიც ჩაერთობიან და რეაბილიტაციის პროცესი სხვა ქუჩებზეც დაიწყება. 

“დაიწყო წყლის სისტემის რეაბილიტაციის მაშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, პუშკინის ქუჩაზე, თუმცა შეთანხმების საფუძველზე, 10 ივლისიდან კიდევ 2 კომპანია შემოვა და სხვა ახალი ლოკაციების შერჩევა მოხდება. აგვისტოდან კიდე 2 და საბოლოოდ ყველა ქუჩას მოიცავს”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

მერის თქმით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. 

“მისალოცია ამბავია ხაშურელებისთვის, მართლაც, რომ საუკუნის პროექტის დაწყება, რომლის ღირებულებაც 225 მლნ ლარია, ეს დაახლოვებით ჩვენი 10 წლის ბიუჯეტია”, – აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი