საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მეჯვრისხევში ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ადგილობრივები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
“საბანაოდ იყვნენ მდინარეზე. როცა დააკავეს, ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ, ე.წ. საზღვარიდან ალბათ ნახევარ კილომეტრში”, – უთხრეს “მოზაიკას” სოფელში.
ამავე თემაზე: დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
მეჯვრისხევში ამბობენ, რომ დაკავების პროცესში, ერთ-ერთი ადგილობრივი საოკუპაციო ძალებს გამოექცათ.
“ერთ-ერთი მათგანმა თავს გაქცევით უშველა და როგორც ვიცით, ამ დროისთვის ხუთი მეჯვრისხეველი ჰყავთ დაკავებული”, – უთხრეს “მოზაიკას”.
დატოვეთ კომენტარი