ახალი ამბები

გორში, კომბინატის ხიდზე, შესაძლოა, სატვირთო მოძრაობა აიკრძალოს

გორში, კომბინატის დასახლებაში გადასასვლელ ხიდზე, შესაძლოა, სატვირთო მოძრაობა აიკრძალოს. 

საკითხს გორის საკრებულომ კენჭი მომდევნო სხდომაზე უნდა უყაროს.

“აღნიშნული ხიდი სპეციალისტების აზრით არის დაზიანებული. აღნიშნული საკითხი შეისწავლა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთან ერთად და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხიდზე დროებით აიკრძალოს სატვირთო მოძრაობა”, – წერია განკარგულებაში, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა. 

დოკუმენტის მიხედვით, სატვირთო ავტომობილებით მოძრაობისთვის განისაზღვრება სხვა მიმართულება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.