ახალი ამბები

ქარელის საკრებულოს აპარატის 4 თანამშრომელს ხელფასი მოემატება

ქარელის საკრებულოს აპარატის 4 თანამშომელს ხელფასი მოემატება. 

მომავალი თვიდან გაზრდილ ხელფასს  აპარატის უფროსი და მესამე რანგის პირველი კატეგორიის 3 სპეციალისტი მიიღებს. 

“აპარატის სამსახურის უფროსის ხელფასი იყო 1915 ლარი და ეხლა გაუხდება 2057 ლარი, ხოლო სპეციალისტებს 110 ლარით გაეზრდებათ ხელფასი”, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

ამავე თემაზე: “კაპიკეპის დათვლას ნუ დავუწყებთ” – ქარელის მერიის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატეს

ჯუმბერ შუბითიძის თქმით, იმ სპეციალისტების შესარჩევად, რომლებსაც ხელფასი უნდა მოემატოს, შიდა კონკურსის წესით შეარჩევენ. 

“სპეციალისტებზე ხელფასების მატება ყველა კატეგორიაზე არ მოხდება, საკრებულოში მყავს 9 სპეციალიატი, გამოცხადდება შიდა კონკურსი და ვისაც უმაღლესი შედეგი ექნება და ასეთი უნდა იყოს 3, მათ გაეზრდებათ ხელფასი. ამით თანამშრომლების კარიერულ ზრდას ვუწყობთ ხელს”, – გვითხრა ჯუმბერ შუბითიძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი