ახალი ამბები

“ალყაში ვყავართ და გვემუქრებიან” – “ოცნების” აქტივისტები ენმ-ს შეხვედრაზე მივიდნენ

“დიახ, გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ვარ”, “გადამიღე ხო, მიდი, გადამიღე”, – ისმის ვიდეოში, რომელიც ენმ-ის წევრმა კასპიდან გაავრცელა.

როგორც ვიდეოს ავტორი, ანი ბალიაშვილი წერს, “ქართული ოცნების” აქტივისტები მათი მარტიული შეხვედრის ჩაშლას ცდილობენ. 

“კასპში, ჩვენი შიდაპარტიული შეხვედრისას მოგვივარდნენ რუსული “ოცნების” აქტივისტები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები გორიდან, ქარელიდან, კასპიდან. ალყაში ვყავართ, გვაგინებენ, გვლანძღავენ და გვემუქრებიან და არ გვაძლევენ საშუალებას სახლებში წავიდეთ”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, ენმ-ს წევრი გორის საკრებულოში. 

ბალიაშვილის ინფორმაციით, გამოიძახეს პოლიცია.

“თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ”, – წერს ბალიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი