ახალი ამბები

“კაპიკეპის დათვლას ნუ დავუწყებთ” – ქარელის მერიის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატეს

ქარელის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს. 

სახელფასო ფონდში ცვლილებებზე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერიის თანამშრომლების ხელფასების მატებას მხარი არ დაუჭირეს. 

ამავე თემაზე: ქარელის საკრებულოს აპარატის 4 თანამშრომელს ხელფასი მოემატება

“სამსახურის უფროსებს აქვთ ძალიან დიდი დატვირთვა და კაპიკეპის დათვლას ნუ დავუწყებთ”, – უთხრა ოპოზიციონერ დეპუტატებს “ქართული ოცნების” წევრმა ცირა ინდურაშვილმა. 

საკრებულოს ხმათა უმრავლესობით, ქარელის მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს ხელფასი 200 ლარით, ხოლო უფროსი კატეგორიის სპეციალისტებს 100 ლარით გაეზარდათ. 

დატოვეთ კომენტარი