ახალი ამბები

გორის ავტობუსში გადახდის აპარატის გაუმართაობის გამო, მოქალაქე დააჯარიმეს 

გორის მუნიციპალურ ტრანპორტში გადახდის აპარატის გაუმართაობის გამო, მოქალაქე დააჯარიმეს. 

“თიბისი ბანკის ბარათი გავატარე და არ დაფიქსირდა იმ წუთში, როცა კონტროლიორმა თავის აპარატით შეამოწმა და ამიტომ გამოწერა ჯარიმა”, – გვითხრა რუსო მჭედლიშვილმა.  

როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, მომხდარი კონტროლიორის არაპროფესიონალიზმზეც მეტყველებს

“სააგენტოს თანამშრომელმა ლაშა სოლოღაშვილმა გამოწერა ჯარიმა. ნება იბოძონ ჯერ ჯარიმა გადახდევინონ და შემდეგ გაათავისუფლონ. თუ თქვენ ვერ არჩევენ კადრებს, დაიხმარეთ ხალხი და კიდევ მოაგვარონ თიბისი ბანკთან პრობლემები”, – ამბობს მოქალაქე.

მან მომხდარის შესახებ ტრანსპორტის სააგენტოსაც აცნობა, თუმცა ჯარიმა ამ დრომდე არ გაბათილებულა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.