ახალი ამბები

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მოსახლეობას ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ 

გორში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მუშაობას დღეიდან შეუდგნენ.

ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ის თანამშრომლები დღეს დილიდან ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მდგომარეობს ამოწმებენ და მოსახლეობას მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ. 

“გააჩნია სიტუაციას, ჯარიმები იქნება 200 ლარიდან 2000 ლარამდე”, – ამბობენ სააგენტოს თანამშრომლები. 

დაჯარიმების მიზეზი შესაძლოა გახდეს სხვადასხვა სახის ნარჩენები ან ინვენტარი, რომლებიც მოქალაქეებს სადარბაზოებში აქვთ შენახული.

“თუ დამოუკიდებლად ვერ გააქვთ, უნდა გვითხრან და ვეცდებით, მათ გატანაში დავეხმაროთ”, – ამბობენ ინპექტორები.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალური ინსპექცია ცოტა ხნის წინ შეიქმნა, ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორად ილია რაზმაძე დაინიშნა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.