ახალი ამბები

კასპში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 

კასპში, დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

სამინისტროს ცნობით,  გამოძიება 187-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“187-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება შუადღისას მომხდარ, მანქანის დაზიანების ფაქტზე, ხოლო დაპირისპირების ეპიზოდზე, პოლიცია გამოძიებას 126-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულისხმობს”, – აცხადებენ სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კასპში დაძაბული ვითარება იყო – “ქართული ოცნების” აქტივისტები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ენმ-ის პარტიულ შეხვედრაზე მივიდნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებსაც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები