ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტთან პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე ასევე მუშაობენ კინოლოგები.

მედიის კითხვას, თუ რას უკავშირდება მობილიზება, ადგილზე მყოფი სამართალადამცველები არ პასუხობენ.

“გავრკვევი და გეტყვით”, – გვითხრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა პოლიციის ადგილზე მისვლის მიზეზი ცრუ შეტყობინება იყოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.