ახალი ამბები

კასპში არიან რეგიონში მომუშავე ბაღების, კულტურის, აუზის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები

კასპში იმყოფებიან რეგიონში მოქმედი მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. ისინი გორიდა, კასპიდან და ქარელიდან კასპში ენმ-ის პარტიული შეხვედრის ჩასასშლელად ჩავიდნენ. 

“ქართული ოცნების” მობილიზებულ აქტივისტებს შორის არიან კასპის, ქარელის და გორის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. მათ შორის არიან გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომლები მაია შკუბულიანი და სოფო დავითაშვილი, კასპის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი გიული ყოჩიშვილი, თეზის საბავშვო ბაღის თანამშრომელი, ქარელის საცურაო აუზის თანამშრომელი ზაზა კოპაძე და კასპის მერიის თანამშრომელი მარეხ ყაზბეგაშვილი. 

ისინი არ მალავდნენ, რომ საბიუჯეტო დაწესებულებებში მუშაობენ. მათი ნაწილი ამბობდა, რომ ახლა შვებულებაში იმყოფება, ნაწილი კი ჟურნალისტის შეკითხვებს აგრესიით და შეურაცხყოფით პასუხობდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.