ახალი ამბები

გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა კასპში ენმ-სთან დაპირისპირებისთვის შვებულება აიღეს 

გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლებმა კასპში წასასვლელად და ენმ-ს წევრებთან დასაპირისპირებლად შვებულებები აიღეს. 

ანი ბალიაშვილის ინფორმაციით, ენმ-ს შიდა პარტიული შეხვედრის დროს ადგილზე მივიდნენ გორის, ქარელისა და კასპის მერიების ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და მათი შეხვედრის ჩაშლა სცადეს. 

“დიახ, გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ვარ, შვებულება გვაქვს დაწერილი და სადაც მინდა იქ წავალ”,- განაცხადეს ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, გორიდან იმყოფებოდენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და კულტურის სააგენტოს თანამშრომლები, მაია შკუბულიანი და სოფო დავითაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი