ახალი ამბები

გორის თეატრი თოჯინური სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი თოჯინური სპექტაკლის “წითელქუდა” პრემიერისთვის ემზადება.

ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით დადგმული პსეტქკლის პრემიერა 30 ივნისსა დაგეგმილი, თუმცა მისი ნახვა მაყურებელს 1-ელ და 2 ივლისსაც შეეძლება. 

“ერისთავის თეატრი პატარა მაყურებელთან შესახვედრადაც ემზადება! თოჯინური სპექტაკლის ,, წითელქუდა” პრემიერა 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს”, – წერს ერისთავის თეატრი. 

თოჯინური სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ და ასევე თეატრის სალაროში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი