ახალი ამბები

მოქალაქეები ამბობენ, რომ გორში ტილები და რწყილები მომრავლდა 

გორში მოქალაქეები ამბობენ, რომ გახშირდა რწყილებისა და ტილებისგან დაკბენის შემთხვევები. მათი თქმით, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, სკვერებისა და ქუჩების შეწამვლა. 

“გორელებო, არ გაპანიკებთ, უბრალოდ მინდა იცოდეთ: მოდებულია ძაღლის რწყილი და ასევე ტილი. ბავშვებს კბენენ და იწვევს სიცხეს გულის რევას. მოწამლეთ ეზოები ყველა კუთხეში. შეიმოწმეთ ტანსაცმელი. გარეთ გაფენილი სარეცხი. ტილი რწყილზე და ქინქლაზე პატარაა და რწყილივით ხტუნაობს. ბატონები ეგონათ ბევრ ბავშვზე, თუმცა რწყილისგან დაკბენილებია. არ გეგონოთ, რომ სახლებში არაა, შეამოწმეთ. ეზოებში, სადაც ბალახია, დასხით გერბიციდი. სადაც ასფალტია, მოწამლეთ. სადაც, ძაღლია, არავინ თქვას ჩემთან არ არისო, ყველგანაა უკვე თითქმის. საბავშო ბაღებში ბალახები მოთიბეთ”, – წერენ სოციალურ ქსელში. 

აღნიშნულთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, რომ სკვერებში ბალახი ეტაპობრივად ითიბება, ხოლო რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მომრავლებული რწყილების შესახებ, სააგენტოს დირექტორი, გიორგი ბარჯაძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ არავის მიუმართავს. 

“ქალაქში სკვერების მოწესრიგება დაწყებულია და ეტაპობრივად ყველგან ითიბება ბალახი. ამჟამად, წმიდნდაწყალზე ყველა სკვერი წესრიგშია, ახლა მიმდინარეობს ბალახის გათიბვა კომბინატისა და ჭალის დასახლებების სკვერებში. რაც შეეხება მკბენარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია, მსგავსი რამ ჩვენთვის არავის შეუტყობინებიათ, არც მე გამიგია. თუმცა მსგავსი შემთხვევის შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის ზომების მიღება, არც ის ვიცით, რა წამალი უნდა გამოვიყენოთ, ეს უფრო სურსათის სააგენტოს მოვალეობებში შედის”, – ამბობს გიორგი ბარჯაძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.