ახალი ამბები

მოგვმართოს და ჩავსმამთ კონცერტების პროგრამაში – ქარელის კულტურის ა(ა)იპ-ის პასუხი “ყინწვისს” 

წერილობით მოგვმართოს და ჩავსვამთ კონცერტების პროგრამაში, – ასე პასუხობს ქარელის კულტურისა და სახელოვნებო გაერთიანება ანსმაბლ “ყინწვისის” ხელმძღვანელს. 

გიორგი ეგნატაშვილის თქმით, ქარელში ბევრი შემოქმედებითი ანსმაბლია და კონცერტების მონაწილეებს მათივე მიმართვის საფუძველზე არჩევენ. 

“ანსაბლ “ყინწვისის” ხელმძღვანელს არასდროს მოუმართავს ჩვენთვის და სურვილი არ გამოუთქვამს ჩვენს მიერ გაკეთებულ ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა, ამირან გულში მღეროდო, მაგათი საქმე ისეა. არც ჩვენთვის და არც მერიისთვის მათ არ მიუმართათ”, – აღნიშნა ა(ა)იპ-ის უფროსმა, გიორგი ეგნატაშვილმა. 

მისივე თქმით, ანსამბლი მონაწილეობდა 2022 წლის ქარელობის დღესასწაულზე და ჯანო ბაგრატიონი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, თუმცა ა(ა)იპ-ის უფროსმა არ იცის, მაშინ ვინ და როგორ შეარჩია ეს ანსამბლი ღონისძიებების მონაწილედ. ამბობს, რომ წერილობითი განცხადება “ყინწვისისგან” მის ა(ა)იპ-ს არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლ “ყინწვისის” ხელმძღვანელმა დღეს გაავრცელა მიმართვა, სადაც თქვა, რომ ქარელის ხელისუფლება მის ანსამბლს კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებების პროგრამებში არ სვამს, რადგან თავად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ არის. 

ამავე თემაზე: ქარელის მერიას ანსამბლი “ყინწვისი” ჩაგვრასა და იგნორში ადანაშაულებს

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი