ახალი ამბები

უხვმა ნალექმა ხაშურში ნაპირსამაგრი კედლები, სახლები და ნათესები დააზიანა 

უხვმა ნალექმა ხაშურში ნაპირსამაგრი კედლები, სახლები და ნათესები დააზიანა. რამდენიმე ადგილას დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც. 

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალები ხაშურის სხვადასხვა ქუჩებიდან. 

ხაშურის მერია ამბობს, რომ პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

“სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის საკანალიზაციო ჭები, ვინაიდან უხვი ნალექის გამო მოვარდნილი წყლის გატარება შეუძლებელი გახდა. უმოკლეს დროში ვითარების დარეგულებაში ჩაერთობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სამსახურის სპეციალური ტექნიკა”, – წერს ხაშურის მერია. 

მოქალაქეთა ნაწილი მერიის მუშაობით უკმაყოფილოა. ისინი სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვენ. მათი მოთხოვნის საპასუხოდ კი, ხაშურის მერია წერს, რომ “სამუშაოები ყველა დაზარალებულ უბანს ეტაპობრივად მოიცავს.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.