ახალი ამბები

გორის ხელოვნების სახლში ირაკლი გამრეკელის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება 

ხელოვნების სახლი პროექტ ART HOUSE 20 23-ის ფარგლებში აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს ცნობილი გორელების შესახებ. 24 ივნისს 17:00 საათზე, მეორე საჯარო ლექციას გამართავს ხელოვნებათმცოდნე, კურატორი ქეთი შავგულიძე.

“ჩვენი მიზანია დავიწყოთ საუბრები იმ ადამიანებზე ვინც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობაში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კულტურის, ფილოსოფიის, პოლიტიკის, მეცნიერების და სხვა დარგების შექმნასა და განვითარებაში”, – ამბობენ ხელოვნების სახლში. 

საჯარო ლექცია მიეძღვნება ირაკლი გამრეკელს  – ქართული თეატრის „ახალი რეალობა“. ლექციის ბოლოს გაიმართება კითხვა – პასუხი.

ინფორმაციისთვის, პროექტი “Art House 20 23” ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.