ახალი ამბები

კასპის მერიამ თანამდებობის პირებზე 5 200 ლარი უკანონოდ გასცა – აუდიტის დასკვნა

კასპის მერიამ პოლიტიკური თანამდებობის ორ პირზე სახელფასო დანამატები უკანონოდ გასცა.

2020-2021 წლებში დანამატის სახით 5 200 ლარის გაცემის ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა. 

აუდიტის დაკსვნით,  პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ.

“საჭიროა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გაატარონ სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში დასაბრუნებლად”, – ვკითხულობთ დასკვნაში. 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 3 პოლიტიკური თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა.

დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული დანამატის მიმღები პირების ვინაობა, თუმცა მუნიციპალიტეტში პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, მერი, მერის მოადგილეები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.