ახალი ამბები

მალე დაიწყება 9 მრავალსართულიანი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია – გორის მერია

გორის მერიის ცნობით, მალე დაიწყება 9 მრავალსართულიანი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია. 

უწყების ცნობით, ეზოების სარებილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია: 

  • ჭავჭავაძის გამზირი №47-ში
  • აღმაშენებლის გამზირი №44-ში
  • აღმაშენებლის გამზირი №46-ში
  • ბაქოს ქუჩა №2-ში
  • რუსთაველის №49-ში
  • სტალინის გამზირი №8-ში
  • სტალინის გამზირი №13-ში
  • ამილახვრის ქუჩა №23-ში
  • ნადირაძის №15-ში

როგორც მერია წერს, ამ ეტაპზე ეზოები თამარ მეფის გამზირის №33-ში და სუხიშვილის ქუჩის №18-სა და №20-ში ეწყობა. 

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

“თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება. პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია”, – აღნიშნავს მერია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.