ახალი ამბები

დირბის სკოლის მანდატური RDYE პროექტის გამარჯვებული გახდა 

დირბის სკოლის მანდატური RDYE პროექტის გამარჯვებული გახდა.

RDYE პროექტის მხარდაჭერით, ელენე საკუთარი თექის ახელოსნოს აღჭურვას შეძლებს.

“RDYE პროექტის მხარდაჭერით ელენე შეძლებს სახელოსნოს აღჭურვას ტექნიკა-დანადგარებით, საჭირო ინვეტარითა და ნედლეულით, რაც მას დაეხმარება უფრო მეტი შეკვეთა მიიღოს და ბევრად სწრაფად დაამზადოს ულამაზესი ნივთები”, – ვკითხულობთ RDYE-ის განცხადებაში. 

ელენეს თექის სახელოსნო სოფელ დირბში აქვს მოწყობილი, სადაც მომხმარებელს სთავაზობს ქართული ორნამენტებით და ნატურალური ნედლეულით დამზადებულ ნივთებს.

ინფორმაციისთვის,  პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს . RDYE პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.