ახალი ამბები

პუშკინის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო – ხაშურის მერია 

ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე, უკვე დაწყებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, – წერს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხაშურის მერმა დაათვალიერა და განაცხადა: 

„აღნიშნული სამუშაოები, რამდენიმე ლოკაციაზე, პარალელურად განხორციელდება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია კი დააპროექტებს ქუჩებს და იქ სადაც წყლის პროექტი განხორციელდება, ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.“

ხაშურის მერიის ცნობითვე, პროექტის განხორციელების შედეგად, 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.

ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს,საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანია და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.” ახორციელებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.