ახალი ამბები

ტურისტულ ცენტრთან სკვერის მოწყობა ვიზუალური ეფექტისთვის მნიშვნელოვანია – ხაშურის მერი

ტურისტულ ცენტრთან სკვერის მოწყობა ვიზუალური ეფექტისთვის მნიშვნელოვანია, – განაცხადა ხაშურის მერმა. 

ორი წლის წინ აშენებული ტურისტული ცენტრის მიმდებარედ სკვერი ეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 174 500 ლარი იხარჯება. 

„აღნიშნული სივრცე, ქალაქის შემოსასვლელში მდებარეობს, ამიტომ მისი კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით, ასევე გართობისა და დასვენებისთვის”, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა თანამედროვე სტილის გარე განათებები, იგება დეკორატიული ფილები, ირგვება მცენარეები, იქნება დასასვენებელი სკამები. მოსაცდელთან კეთდება ხაშურის ტურისტული რუკა.

ხაშურის მერია, ტურისტული ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის შემდეგ გაიხსნება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები