სტატიები

გორის მერიამ 546 800 ლარი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში გადაიხადა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020-2021 წლებში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 546 800 ლარი დახარჯა.

დასკვნაში საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე რეაბილიტირებული ობიექტი მოხვდა, რომლებიც აუდიტის თანამშრომლებს ადგილზე მისვლისას. უკვე დაზიანებული დახვდათ.

  • გორში, №14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 112,843 ლარი;

“საბავშვო ბაღის შენობის ირგვლივ მოწყობილი ბეტონის საფარი აყრილია და იფშვნება”. 

  • სოფელ შერთულში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 103,718 ლარი;

“საბავშვო ბაღში მოწყობილი პანდუსზე ბეტონი დაზიანებულია, ჩამოყრილია და იფშვნება”.

  • სოფელ მეღვრეკისში საჯარო სკოლის შენობაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები – 53,350 ლარი; 

“ობიექტი დაზიანებულია და კედელი გაბზარულია (კედლებს შორის არის დიდი ზომის ბზარი)”. 

  • გარე გამოყენების ლედ მონიტორების შესყიდვა მონტაჟი – 148,320 ლარი; 

“მონიტორები დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს”. 

აუდიტის სამსახურის ცნობით, მერიამ ყველა ეს ობიექტი დადებითი საექსპერტო დასკვნის დაფუძველზე ჩაიბარა. მეტიც, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ობიექტებზე გამოვლენილი პრობლემები სამშენებლო წესების და ნორმების დარღვევის შედეგია, რაზეც მერიას არ უმსჯელია.

“ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ძირითადად აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენის ვალდებულება საექსპერტო დაწესებულებას ეკისრება. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არუმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.”

აუდიტის ცნობით, მერიას დაშვებული შეცდომების გამოსწორება შემსრულებელი კომპანიებისთვის არ დაუვალებია.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულპროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა. მერიის შესაბამის სამსახურს არჩაუტარებია ობიექტების მონიტორინგი, რაც საშუალებას მისცემდა დროულადგამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მოეთხოვა მათი გამოსწორება.

ჯამში, 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტმა 283 ხელშეკრულების ფარგლებში 57 456 7000 ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ აქედან სულ მცირე 546 800 ლარის ღირებულების პროექტებს ხელისუფლება გულგრილად მოეკიდა.

“მერიამ ჩაიბარა 546.8 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არგამოავლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.”

აღსანიშნავია, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსასწორებლად, გორის მერიას ობიექტების განმეორებითი რეაბილიტაცია დასჭირდა. ერთ-ერთი ასეთი იყო შერთულის საბავშვო ბაღიც.


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.