ახალი ამბები

“მადლობა ღმერთს და მადლობა ევროკავშირს” – გორის მერი კერამიკის სახელოსნოს გახსნაზე

გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოს გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.

გორის მერმა ისაუბრა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მსგავსი სივრცეები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტს გახდეს ტურისტულად მიმზიდველი. 

“ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის მსგავსი ადგილი და სივრცე, ტურისტებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იქნება და შეგვიძლია უფრო მეტი რამე შევთავაზოთ და გავაცნოთ ყველა ის მიმზიდველობა, რაც ჩვენ მუნიციპალიტეტს აქვს. დიდ მადლობას ყველას, ვინც ამ პროექტზე იმუშავა და მადლობა ღმერთს, მადლობა ევროკავშირს, რომლის დაფინანსებითაც აშენდა ეს შენობა”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სახელოსნო ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. 

დატოვეთ კომენტარი