ახალი ამბები

გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნო გაიხსნა 

გორში, ევროკავშირის დაფინანსებით კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნო გაიხსნა. 

შენობის გახსნას ადგილობრივი მეწარმეებიდა ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

აღნიშნული პროექტი მაკა დვალიშვილის ავტორობით შეიქმნა, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და “ევროპა ნოსტრა საქართველოს” წარმომადგენელია. 

“ეს არის ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებას. სწორედ ასეთი სახეობა ჩვენი ტრაციული რეწვა და ამ ტრადიციების შენარჩუნება, გაცნობა ჩვენი სტუმრებისთვის და რა თქმა უნდა, მომავალი თაობისთვის გადაცემა. სწორედ, ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენი გუნდის წევრებმა მიმართეს ევროკავშირს და მოვიპოვეთ სრული დაფინანსება”, – განაცხადა მაკა დვალიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული შენობაში ჩატარდება მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, რომელსაც კერამიკაზე და ტექსტილზე მუშაობას შეასწავლიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.