ახალი ამბები

თუ საჭიროა, ეთიკის კოდექსს გამოვიყენებთ – ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატის გინებაზე

“არსებობს ეთიკიკის კოდექსი და თუ საჭირო გახდა, ვიმსჯელებთ ამაზე”, – გვითხრა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ, როცა მას მისი თანაგუნდელის საჯარო გინაბისა და შეურაცხმყოფელი ეპითეტების შეფასება ვთხოვეთ. 

საუბარია  ალექსანდრე სიმონიშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია “ქართული ოცნებიდან” და რომლის საჯარო პოსტებშიც ხშირად ისმის გინება და შეურაცხყოფა უკრაინის, დასავლეთის და სამოქალაქო სექტორის მისამართით. 

ამავე თემაზე: ხაშურის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ვოლოდიმირ ზელენსკის აგინებს

“ალექსანდრე არის ერთ-ერთი დინჯი და ზრდილობიანი დეპუტატი. მე მისი უზრდელობა და არა ეთიკური გამონათქვმები არსად არ მინახავს. თუმცა არსებობს ეთიკიკის კოდექსი, მაჩვენეთ ეს კომენტარები და თუ საჭირო გახდა, ვიმსჯელებთ ამაზე”, – გვითხრა ნინო ლიპარტელიანმა სიმონიშვილის პოსტების ჩვენებამდე. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები