ახალი ამბები

გორის მერიამ  ხიდისთავიდან უფლისციხემდე გარეგანათების მოწყობა გადაწყვიტა

გორის მერიამ ხიდისთავიდან უფლისციხემდე გარეგანათების მოწყობა გადაწყვიტა. 

უწყებამ ამისთვის ბიუჯეტიდან 303 375 ლარი გამოყო და სამუშაოების შესაძენად ტენდერიც გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 160 დღე ექნება. 

შეგახსენებთ, რომ ამ მონაკვეთზე გარეგანათების მოწყობა საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომლის შესახებ გორის მერს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც აცნობა. 

ამავე თემაზე: მოსახლეობას სადგურის დასახლებიდან ხითისთავამდე გარე განათების მოწყობა სურს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.