ახალი ამბები

“ხაშურის N4 სკოლის დემონტაჟზე პასუხისმგებელ პირს აეკრძალა ქონების გასხვისება”

ხაშურის N4 სკოლის დემონტაჟზე პასუხისმგებელ პიროვნებას, სასამართლო გადაწყვეტილებით აეკრძალა საკუთარი ქონების გასხვისება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე ავრცელებს. 

მისი თქმით, ფიზიკური პირის ვაჟა მჭედლიშვილის წინააღმდე განცხადება პროკურატურაშიც გაგზავნილია. 

“მის მიმართ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სკოლამ ასევე მიმართა საქართველოს პროკურატურას ქმედებაში სისხლისსამართლებრივი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებისა და შესაბამისად, სისხლისსამრთლებრივი დევნის განსახორციელებლად. სამოქალაქო სამართალწარმოების თვალსაზრისით კი ვინაიდან ინდივიდუალური მეწარმეა, სასამართლო გადაწყვეტილებით აეკრძალა საკუთარი ქონების გასხვისება, როგორც სკოლის მიმართ არსებული ვალის უზრუნველყოფის საშუალების”, – წერს გოგუაძე. 

სასამართლოში განცხადების შეტანის შესახებ “მოზაიკას” სკოლის დირექტორიც ესაუბრა. მისი თქმით, ვაჟა მჭედლიშვილმა ნასკისრი ვალდებულებები არ შეასრულა – შენობის სრულად დემონტაჟი არ განახორციელა და ტერიტორიიდან არც სამშენებლო ნარჩენების გატანა უზრუნველყო. 

რაც შეეხება სკოლის ახალი შენობის მშენებლობას, ეს პროცესი “ლაგი კაპიტალთან” დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ოქტომბერში უნდა დაიწყოს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი