ახალი ამბები

ხაშურში მარათონული გარბენი გაიმართება 

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023“ -ის ფარგლებში,  ხაშურში 3 ივნისს მარათონული გარბენი გაიმართება.

ხაშურის მერიის ცნობით, მარათონი სტარტს აღმაშენებლის ქუჩის შემოსასვლელიდან აიღებს და ბორჯომის ქუჩის კვეთაზე, გაგრძელდება დიმიტრი ყიფიანის მოედნის მიმართულებით. ფინიშის ხაზად კი განსაზღვრულია გმირების ხეივანი, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ.

უწყების ცნობითვე,  მარათონის გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცემათ დიპლომები, თასები და მედლები.

“მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 3 ივნისს – 09:00 – 09:50 საათზე მარათონის სტარტის ადგილას – აღმაშენებლისა და ბორჯომის ქუჩების კვეთაზე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

შეჯიბრი 10:00 საათზე დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი