ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობისთვის 7 პირი დააჯარიმეს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, უნებართვო არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობის გამო, 2022 წელს 7 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 

როგორც ლადო გოდელაძე ამბობს, უნებართვო მშენებლობები რუისში, ქვენატკოხაში, აგარაში, ქვემო ხვედურეთში, ბრეთის მეურნეობაში, კეხიჯვარსა და ქარელის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს. 

  • რუისში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით,
  • ქვენატკოცაში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით,
  • კეხიჯვარში მოქალაქე დაჯარიმდა 200 ლარით,
  • ქვემო ხვედურეთში მოქალაქე დაჯარიმდა 2000 ლარით;
  • აგარაში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით;
  • ბრეთის მეურნეობაში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით;
  • ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მოქალაქე დაჯარიმდა 500 ლარით,

“ერთი ფიზიკური პირის მიმართ, ბრეთში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რადგან  განხორციელდა შენობის დემონტაჟი. ჯარიმების ოდენობამ ჯამში 6 200 ლარი შეადგინა”, – აღნიშნა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი