ახალი ამბები

ხაშურში ბავშვთა დაცვის დღეს საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება

პირველ ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ხაშურში სადღესასწაულო ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების გაერთიანება ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, საზეიმო ღონისძიებები პირველ ივნისს გაიმართება. 

“კლიმატური პირობების გათვალისწინებით ნაცვლად 2 ივნისისა, 1 ივნისს ჩატარდება გასართობი ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს”.

ბაღების გაერთიანებას დაგეგმილი აქვს  მხიარული სტარტების, მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოების​ კულინარიული გამოფენის,  გვირილების ზეიმის და ხატვის კონკურსის მოწყობა. 

გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკის სპორტულ მოედანზე  მოეწყობა და მასში 18 საბავშო ბაღი მიიღებს მონაწილეობას. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები