ახალი ამბები

400 ლარი დაიხარჯება – როგორ აღნიშნავს ქარელის მერია ბავშვთა დაცვის დღეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის, ქარელის მერია საზეიმო ღონისძიებების გამართვას კულტურის სახლის მიმდებარედ გეგმავს. 

ღონისძიებების ორგანიზატორი ქარელის მერიის ა(ა)იპ, კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებაა, რომლის ხელმძღვანელიც ამბობს, რომ ამ დღის აღსანიშნავად საჭირო ნივთები უკვე შეიძინეს და ამისთვის, ბიუჯეტიდან 400 ლარი დახარჯეს. 

“ფერადი ბუშტები და კონკურსში მონაწილეებისთვის სასაჩუქრე ნაკრებები შევიძინეთ, რაშიც ბიუჯეტიდან 400 ლარი დაიხარჯა”, – გვითხრა გიორგი ეგნატაშვილმა.

ა(ა)იპ-ის უფროსის თქმით, 1 ივნისს სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყობა. 

“საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,იბერიელები”, ,,ქარელი”, ,,გორულა”, თანამედროვე ცეკვების ანსამბლი, ქარელის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელები, ქარელის ხელოვნების სკოლის მევიოლინეთა ანსამბლი”, – გვითხრა ეგრანაშვილმა.

მისივე თქმით,  იქნება შეჯიბრი, მხიარული სტარტების სახით და დღის განმავლობაში, ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები.

“ასევე იქნება კონკურსი სახეზე ხატვასა და ფერადი ცარცებით ხატვაში. მოეწყობა ადგილობრივ ხელივანთა და შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი