ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღეს კასპში ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება – დღის ანონსი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კასპში ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება.  ამ დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი კასპის მერიამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარედ ჩატარდება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. 

  • 13:00 – ღონისძიების გახსნა და წამყვანის მისალმება;
  • 13:10 – კასპის სახელოვნებო სკოლის საკონცერტო ნომრები;
  • 13:40 – ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელების გამოსვლა;
  • 13:50 – მაკო კელაპტრიშვილი – სიმღერა;
  • 14:00 – კულტურის ცენტრთან არსებული სამეჯლისო ცეკვები „მზის სხივი“;
  • 16:00 – ფეინთბოლი – ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაშებით;
  • 19:00 – კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი;
  • 20:00 – მუსიკალური ბენდი – გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2;
  • 21:00 – დიჯეი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.