ახალი ამბები

ხაშურში ჭადრაკის მუნიციპალური ტურნირი ჩატარდება 

ხაშურში ჭადრაკის მუნიციპალური ტურნირი ჩატარდება. 

ღონისძიებას 3 ივნისს, ხაშურის ხაშურის N1 საჯარო სკოლა უმასპინძლებს. ტურნირი 11:00 საათზე დაიწყება. 

მერიის ცნობით, ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება, რომლის შედეგად გამოვლენილი 3 ან 4 ფინალისტი საპრიზო ადგილებს გაითამაშებენ წრიული სისტემით.

“ტურნირი ბლიც სისტემით წარიმართება. თამაშის დრო განსაზღვრულია – 20 წუთი თითოეულ მოთამაშეზე. ყაიმის შემთხვევაში მონაწილეებს დამატებით მიეცემათ 5 წუთი”, – განმარტავს ხაშურის მერია. 

მონაწილეთა რეგისტრაცია იმ სკოლებშია შესაძლებელი, სადაც სწავლობენ ტურნირზე მონაწილეობის მსურველები; რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ტურნირის დღესაც, შეჯიბრის დაწყებამდე, ხაშურის N1 საჯარო სკოლაში.

მერიის ცნობით, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი, ტურნირის გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით.

შეჯიბრების მთავარი არბიტრი ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელი ჭადრაკში ალექსანდრე ჭადაშვილი იქნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.