ახალი ამბები

გორის მერიამ ახალი განყოფილება შექმნა – უფროსს კი შიდა კონკურსის წესით არჩევს 

გორის მერიამ ახალი, სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება შექმნა.  როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს ახალი სტრუქტურული ერთეული აპრილში დაემატა. 

ახლა კი მერიას მისი ხელმძღვანელის შესარჩევად შიდა კონკურსი აქვს გამოცხადებული. 

  • როგორც კონკურსის პირობებიდან ვიგებთ, ახალი განყოფილებამ უნდა უზრუნველყოს:
  • სამკურნალო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და საქმიანობის კორდინაცია;
  • სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებების გატარება;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრისის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ოჯახების აღწერა და საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;

მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

კონკურსის პირობების მიხედვით, განყოფილების უფროსად უმაღლესი განათლების და ჯანდაცვის ან/და სოციალურ საკითხებზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება მქონე კადრი უნდა შეირჩეს. 

ინფორმაციისთვის, აპრილამდე სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს 2 განყოფილება ჰქონდა. გორის მერიაში განყოფილების უფროსის ხელფასი 1 649 ლარია. 

დატოვეთ კომენტარი