ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმმა ლევან პეტრიაშვილს და არჩილ ბასანიძეს პატიმრობა შეუფარდა 

საოკუპაციო რეჟიმმა ლევან პეტრიაშვილსა და არჩილ ბასანიძეს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ოკუპანტებმა პეტრიაშვლი 15 მაისს დააკავეს, ხოლო ბასანიძე 16 მაისს. ისინი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. 

მათი უკანონოდ დაკავებიდან მალევე, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

ამ დროისთვის, საოკუპაიო რეჟიმის ტყვეობაში საქათველოს 7 მოქალაქე იმყოფება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.