ახალი ამბები

“წელს შარშანდელზე მეტ ვიზიტორს ველოდებით” – უფლისციხის მუზეუმ – ნაკრძალის დირექტორი

უფლისციხის მუზეუმ – ნაკრძალში ტურისტული სეზონი გაიხსნა. კლდეში ნაკვეთი ქალაქი რამდენიმე დღეა ვიზიტორების ნაკადს მასპინძლობს.

მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, წელს შარშანელზე მეტ სტუმარს ელიან. 

“გასულ წელს 158 000 ვიზიტორი გვყავდა. წელს, უფრო მეტს ველოდებით, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გვაქვს. პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული სამუშაოები გვაქვს, ხელს შევავლეებთ, რაც გასაკეთებელია”, – გვითხრა ბადრი გასპაროვმა. 

ინფორმაციისთვის, უფლისციხის მუზეუმ – ნაკრძალმა ტურისტული სეზონის გახსნამდე, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში გამოფენას “ლითონში გაცოცხლებული უფლისციხე” უმასპინძლა. გამოფენა მუზეუმში 24 მაისამდე გაგრძელდა. 

დატოვეთ კომენტარი