ახალი ამბები

ქვემო ბოშურში სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი იხსნება

ქვემო ბოშურში ახალი ტურისტული სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი იხსნება.

ტანას ხეობაში სასტუმრო “სოლო გრანდი” აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით აშენდა.

სასტუმროში 19 ნომერია, მათ შორისაა სტანდარტული და საოჯახო ტიპის აპარტამენტებიც.

არსებული ინფორმაციით, სტანდარტული ნომრის ფასი 350 ლარის ფარგლებში იქნება და მოიცავს საუზმის ღირებულებასაც.

სასტუმრო ამჟამად თანამშრომლების აყვანის ეტაპზეა.

“სასტუმროში მუშაობის დაინტერესებული პირებისთვის ცხადდება ღია დღეები. 7 ივნისი: სოფელი ქვემო ბოშური, დღის 14:00-17:00 და  8 ივნისი: ქ. გორი, დღის 14:00-17:00”, – გვითხრა კომპანია “რადარის” წარმომადგენელმა, რომელიც “სოლო გრანდ ბოშურის” პროექტის მენეჯერია,

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.