ახალი ამბები

ხაშურში დგას ეკრანი, რომელზეც მაისურაძის და გრიგალაშვილის ვიდეოები გადის – მერია 

ხაშურში დგას ეკრანი, რომელზეც ლუკა მაისურაძის და ტატო გრიგალაშვილის ვიდეო რგოლები გადის, – ასე პასუხობს ხაშურის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქში ტატო გრიგალაშვილის ბანერის დადგმას ითხოვენ.

ამავე თემაზე: ხაშურში ტატო გრიგალაშვილის ბანერის დადგმას ითხოვენ

ადგილობრივები ამბობენ, რომ ლუკა მაისურაძის ბანერის გვერდით, მერიას ტატო გრიგალაშვილის ბანერიც უნდა განეთავსებინა. 

“ამ წუთას ლუკას ბანერიც მოხსნილია. ბანერები ზოგადად იცვლება ხოლმე. ამ ბანერის გვერდით არის ეკრანი, სადაც გადის ტატო გრიგალაშვილის ვიდეო ასპარეზობის დაწყებიდან ფინალური ორთაბრძოლის ჩათვლით. ლუკას ასპარეზობის ვიდეო რგოლიც გადის ამასთან ერთად”, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. 

დატოვეთ კომენტარი